We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

სააკაშვილი: ეკლესიის ხარჯზე ქულების დაწერა მიუღებელია

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საუბარი ქართული მართმადიდებლური ეკლესიის ერთიანობის შერყევის შესახებ და საქართველოს პატრიარქზე თავდასხმები “სრულიად მიუღებელია”.
 
“მიუღებელია პოლიტიკური ქულების დაწერა ეკლესიის შიგნით ინტრიგების ხარჯზე, რადგანაც ჩვენი ეკლესიის ერთიანობა და მისი განსაკუთრებული როლი მნიშვნელოვანია ქვეყნის ერთიანობისთვის“, განაცხადა 10 თებერვალს მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.


 

Back to top button