ახალი ამბები

სააკაშვილი: დეპუტატთა რაოდენობა უნდა შემცირდეს

საქართველოს პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტართა რაოდენობის შემცირებას დაუჭირა მხარი.


მან ასევე დაუჭირა მხარი შერეულ საარჩევნო სისტემას, სადაც დეპუტატთა ნაწილი მაჟორიტარული სისტემით, ნაწილი კი პროპორციული სიებით აირჩევა. მან ასევე დასძინა, რომ უნდა ჩამოყალიბდეს ორპალატიანი პარლამენტი, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის მოხდება ეს.


“2,300,000 ამომრჩეველმა განაცხადა [2003 წლის რეფერენდუმის დროს], რომ დეპუტატთა რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს 150-ს, და თუ ჩვენ ამას ვერ შევასრულებთ, ეს იქნება იმ ამორჩეველთა დამცირება. უნდა გვყავდეს სულ ცოტა 50 მაჟორიტარი დეპუტატი [ამჟამად მათი რიცხვი 75 შეადგენს] და ასევე უნდა დარჩნენ პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატები“, განაცხადა სააკაშვილმა.

Back to top button