ახალი ამბები

სააკაშვილი: ქალაქის მერი არჩევითი უნდა იყოს

საქართველოს პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა თვითმართველობის გაძლიერების საჭიროებაზე ისაუბრა. 


მან არჩეული მერების სასარგებლოდ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, მას არ აქვს შესაძლებლობა რეგიონის ყველა ოფიციალური პირი ცენტრიდან დანიშნოს.


“მერების არჩევა ქალაქებში მომავალი წლიდან დაიწყება“, აღნიშნა პრეზიდენტმა.


თუმცა, სააკაშვილმა არ დააკონკრეტა არჩევნები პირდაპირი იქნება, თუ მერებს საკრებულოდან აირჩევენ. ცოტა ხნის წინ სააკაშვილის პარტიის წევრებმა დააყენეს წინადადება თბილისსა და ფოთში არაპირდაპირი არჩევნების ჩატარების თაობაზე.

Back to top button