
ახალი ამბები
სააკაშვილი: ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი პარტიები უკანონოა
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში მოქმედი ყველა პოლიტიკური პარტია ქვეყნის ინტერესებთან მიმართებაში ერთი მოსაზრების უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტიები “ავტომატურად კანონგარეშე უნდა გამოცხადდეს“.
“არის რაღაც პრინციპები, რომელზეც ყველა პოლიტიკური პარტია უნდა შეთანხმდეს. ეს პრინციპებია: საქართველოს ევროპული ორიენტაცია და ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა იყოს უცხოური ბაზები“, განაცხადა 10 თებერვალს პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა.