ახალი ამბები

მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებაზე მუშაობა დღეს დასრულდება

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან ზურაბ ნოღაიდელთან, რომელიც დღეს პრეზიდნეტმა ამ თანამდებობაზე უკვე ოფიციალურად წარუდგინა პარლამენტს, მინისტრთა კაბინეტის ფორმირებასთან დაკავშირებით კონსულტაციები განახლდა.

ვიცე-პრემიერის და იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის კოტე კემულარიას განცხადებით, ახალ მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებაზე  მუშაობა დღეს დასრულდება.

ზურაბ ნოღაიდელმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ თანამდებობას დატოვებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი თამარ ლებანიძე. ამ პოსტზე მოიაზრება იუსტიციის მინისტრის გიორგი პაპუაშვილის კანდიდატურა.


სავარაუდოდ, დანარჩენი მინისტრები თანამდებობებს შეინარჩუნებენ.

Back to top button