ახალი ამბები

პრეზიდენტი ცხინვალში დაპატიმრებული კოზაევის გათავისუფლებას მოითხოვს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასული წლის ივლისში ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენის მცდელობების გამო ცხინვალში დაპატიმრებული ოსი ეროვნების ალექსანდრე კოზაევის გათავისუფლება მოითხოვა.

“რამდენიმე თვის განმავლობაში ის იმყოფება ცხინვალის ციხეში, საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის ჩვენი და საერთაშორისო თანამეგობრობის სირცხვილი, რომ ამაზე დუმს და მიიჩნევს, რომ ეს არის კონფლიქტის პატარა ასპექტი”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ ალიკ კოზაევი უნდა გათავისუფლდეს.

ალიკ კოზაევი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ 2004 წლის ივლისში მას შემდეგ დააკავა, რაც მისი ორგანიზებით ცხინვალის რეგიონიდან 800-ზე მეტმა ბავშვმა აჭარის კურორტებზე დაისვენა.

“ეს  გააკეთა საკუთარი რისკის ფასად. გააკეთა იმისთვის, რომ ეს უნდობლობის და მტრობის ხიდი, რომელიც არსებობს საქართველოსა და იქაურ ოსურ მოსახლეობას შორის, შეიცვალოს მეგობრობის და ძმობის ხიდით“, განაცხადა პარლამენტში გამოსვლისას 10 თებერვალს პრეზიდენტმა.

Back to top button