
ახალი ამბები
რუსეთი დაჟინებით მოითხოვს უცხოური ბაზების განთავსებაზე საქართველომ უარი თქვას
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვალერი ლოშჩინინმა “რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ რუსეთი კვლავ დაჟინებით მოითხოვს რუსეთ-საქართველოს შორის ჩარჩო ხელშეკრულებაში იმ პუნქტის შეტანას, რომლითაც საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ბაზების განლაგებაზე უარს იტყვის.
რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხზე საუბრისას მან განაცხადა, “ჩვენი გამოსვლა არ უნდა ნიშნავდეს, რომ ვინმემ ჩაგვანაცვლოს”.
“პრეზიდენტმა სააკაშვილმა რამდენჯერმე დაადასტურა [რომ უცხოური სამხედრო ბაზები არ განლაგდება საქართველოს ტერიტორიაზე], თუმცა საქართველოს არ სურს ამ განცხადებას დოკუმენტის ფორმა მიეცეს. ვიღებთ რა მხედველობაში ჩვენ წარსულ გამოცდილებას, მიგვაჩნია, რომ ამგვარი ფორმულირება აუცილებელია“, დასძინა ლოშჩინინმა.