ახალი ამბები

პრეზიდენტმა პარლამენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ფინანსთა მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის კანდიდატურა წარუდგინა. მან ასევე დაასახელა ახალი კაბინეტის ვიცე-პრემიერობის კანდიდატი, უზენაესი სასამართლოს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე კოტე კემულარია, რომელიც ასევე ჩაიბარებს იუსტიციის სამინისტროს. 

“ზურაბ ნოღაიდელი წარმოვადგინე ერთადერთი ნიშნით, გასულ წელს ხელფასები და პენსიები დროულად გაცემოდა, გაიზარდა შემოსავლები, რაც  ფინანსთა სამინისტროს სამსახურებაა. ადამიანი, რომელიც ასე მუშაობს, უნდა დაწინაურდეს”,  განუცხადა პრეზიდენტმა 10 თებერვალს დეპუტატებს.

მთავრობის სხვა წევრებზე პრეზიდენტს კონკრეტულად არ უსაუბრია. კონსტიტუციის მიხედვით, ზურაბ ნოღაიდელმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა და სამოქმედო პროგრამა 10 დღის ვადაში უნდა წარადგინოს.


“მთავრობაში ხშირად იქნება გადაჯგუფებები, ჩვენ დავინახეთ, რომ ყველა აქამდე გაკეთებულმა სამთავრობო გადაჯგუფებამ  გაამართლა”, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

ეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული მესამე სამთავრობო ცვლილებაა, რაც პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას ტრაგიკულად დაღუპვამ გამოიწვია.

მსგავსი/Related

Back to top button