ახალი ამბები

ელენე თევდორაძე: ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს

დეპუტატმა ელენე თევდორაძემ, რომელიც გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ახლო მოკავშირედ მოიაზრებოდა,  8 თებერვალს ტელეკომპანია “იმედს“ განუცხადა, რომ მას მთელი რიგი კითხვები გააჩნია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით.


“ჩვენ, ზურაბ ჟვანიას ახლო მეგობრები, ხშირად ვუსვამთ ერთმანეთს კითხვებს და ვცდილობთ ვიპოვოთ პასუხები, თუმცა პასუხები ჯერ-ჯერობით არ არსებობს“, განაცხადა ელენე თევდორაძემ, თუმცა არსებული ეჭვების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.


ოფიციალური ინფორმაციით, ზურაბ ჟვანია და რაულ უსუფოვი არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლიდან მხუთავი აირის გაჟონვის შედეგად მოიწამლნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button