
ახალი ამბები
აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენელი ირაკლი ალასანიას შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ლაურა კენედი 7 თებერვალს აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს ირაკლი ალასანიას შეხვდა.
ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრის დროს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ეკონომიკური რეაბილიტაციის პროექტებში აშშ-ის შესაძლო დახმარების საკითხი იქნა განხილული.