ახალი ამბები

ბურჯანაძე: კონსტიტუციური ცვლილებების საკითხი დღის წესრიგში არ დგას

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 7 თებერვალს გამორიცხა ვარაუდი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.


ქართული მედიის ვარაუდით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა შესაძლოა კონსტიტუციური ცვლილებები წარადგინოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ, რაც ან პრემიერ-მინისტრის ძალაუფლების შემცირებას ან ამ თანამდებობის საერთოდ გაუქმებას შეეხება.


ნინო ბურჯანაძის თქმით, არსებული კონსტიტუცია “გარდამავალია“ და “მისი შეცვლა შესაძლებელია ოდესმე, მომავალში, მაგრამ არა ახლა“. 

Back to top button