
ახალი ამბები
სამების ტაძარში ზურაბ ჟვანიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
სამების საკათედრო ტაძარში პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას სამოქალაქო პანაშვიდი დილის 10 საათზე დაიწყო. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ზურაბ ჟვანიას სულის მოსახსენებელ პარაკლისს გადაიხდის.
14 საათისთვის სამების ტაძარში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მისვლაა დაგეგმილი. პრეზიდენტი გამოსათხოვარ სიტყვას წარმოსთქვამს.
15 საათისთვის ზურაბ ჟვანიას გამოასვენებენ და ცოტა ხნით პარლამენტის შენობის წინ დაასვენებენ. ზურაბ ჟვანიას დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.