
ახალი ამბები
ბურჯანაძე მთავრობაში ერთიანობას ადასტურებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ უარყო მთავრობაში სხვადასხვა გუნდების არსებობა და განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტში სრული ერთიანობაა.
ბურჯანაძის ეს კომენტარი მოჰყვა მედიით გავრცელებულ მოსაზრებას, თითქოს ახალი პრემიერ-მინისტრი გარდამავალი პერიოდით დაინიშნება და აწ გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას ახლო მოკავშირე იქნება.
“საქართველოს მთავრობაში სხვადასხვა გუნდები არ არის და ვინც არ უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი, ის პატივსაცემი პიროვნება იქნება”, განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს 4 თებერვალს.