ახალი ამბები

აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიურო ჟვანიას გარდაცვალების მიზეზებს იძიებს

პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას და შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილი რაულ უსუფოვის დაღუპვის ზუსტი მიზეზების დასადგენად გამოძიებაში აშშ-ს გამოძიების ფედერალურ ბიურო ჩაერთო. გენერალური-პროკურატურის ინფორმაციით, მასალები  ექსპერტიზისთვის უკვე გადაგზავნილია, თუმცა პასუხების მიღების თარიღი გარკვეული არ არის.


ქართველი ექსპერტების საბოლოო დასკვნები ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუფოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით 10-12 დღეში გახდება ცნობილი.
 
გენერალურ პროკურატურაში მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 240-ე პრიმა მუხლით, რაც გაზის ობიექტის ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სანქციებთან ერთად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button