ახალი ამბები

ლავროვი: ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისია დახურვის პროცესშია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რომელიც 1 თებერვალს ეუთოს ახალ მოქმედ თავმჯდომარეს და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დიმიტრი რუპელს შეხვდა, განაცხადა რომ ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიის საკითხი არ ყოფილა განხილული, აცხადებს “ინტერფაქსი“.


“მისია დახურვის პროცესშია. ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია“, განაცხადა ლავროვმა.


რუსეთმა რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის მონაკვეთზე ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიის გაგრძელებას ვეტო გასული წლის დეკემბერში დაადო, რამაც თბილისის პროტესტი გამოიწვია.


 


 

Back to top button