
ბასილ მკალავიშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 31 იანვარს გლდანის ეპარქიის მოძღვარს, საპატრიარქოს მიერ განკვეთილ მღვდელს ბასილ მკალავიშვილს რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების დარბევასა და იაღოველთა ლიტერატურის დაწვაში დასდო ბრალი და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბასილ მკალავიშვილი ქართველმა სამართალდამცავებმა გასული წლის მარტში დააპატიმრეს.
მკალავიშვილი ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 1995 წელს განკვეთა, რადგან იგი ხშირად აკრიტიკებდა საპატრიარქოს იმის გამო, რომ რელიგიური სექტების წინააღმდეგ გადამჭრელ ზომებს არ იღებდა.
ამ ფაქტის შემდეგ საქართველო სულ უფრო ხშირად ხვდება ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების მოხსენებებში, როგორც ქვეყანა, რომელმაც რელიგიური უმცირესობებზე თავდასხმებით გაითქვა სახელი. ხოლო ბასილ მკალავიშვილი რელიგიური ექსტრემიზმის მთავარი ფიგურა ხდება.