
საქართველო მზად არის პანკისში საერთაშორისო დამკვირვებლების მისაღებად
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ გაზეთ “24 საათი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო მზად არის პანკისის ხეობაში საერთაშორისო დამკვირვებელთა ჯგუფი მოიწვიოს, მათ შორის რუსეთის წარმომადგენლებიც, რათა გაანეიტრალოს რუსეთის ბრალდებები პანკისში ჩეჩენი მებრძოლების ყოფნის თაობაზე.
ბურჯანაძის თქმით, უკრაინაში მისი ვიზიტის დროს, სადაც იგი 23 იანვარს ვიქტორ იუშჩენკოს საპრეზიდენტო ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო, იგი შეხვდა ეუთოს ახალ მოქმედ თავმჯდომარეს, სლოვაკეთის საგრეო საქმეთა მინისტრს დიმიტრი რუპელს.
“ძალზე საინტერესო შეხვედრა მქონდა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. იგი ეუთოს მონიტორინგის საკითხით და განსაკუთრებით, პანკისის მხარეში არსებული ვითარებით დაინტერესდა. მათ განვუმარტეთ, ეუთოს მისიის დასახვედრად ნებისმიერ დროს ვართ მზად. მათ შეუძლიათ თუნდაც ახლავე, ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე ნახონ პანკისში შექმნილი ვითარება. ასევე ვთხოვე [ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს], რომ მისიაში აუცილებლად ჩართულიყვნენ რუსი სპეციალისტებიც. ეუთოს თავმჯდომარე ამ მოწვევას დათანხმდა“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.