
საქართველო ერაყის საპარლამენტო არჩევნებს მიესალმება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 29 იანვარს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც მიესალმება ერაყელი ხალხის პირველ მცდელობას 30 იანვარს დემოკრატიულად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება.
“კარგად გვესმის, თუ რა სირთულეებთან იქნება დაკავშირებული ეს არჩევნები, რაც ბუნებრივიცაა იმ ქვეყანაში, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლის ფრონტის წინა ხაზზე იმყოფება… საქართველოში კარგად იციან დემოკრატიის ფასი… ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ანტიტერორისტული კოალიციის სხვა წევრებთან ერთად, საქართველო გვერდში უდგას ერაყელ ხალხს და თავისი წვლილი შეაქვს ქვეყანაში სტაბილურობის დამყარებაში”, ნათქვამია განცხადებაში.
ახლო მომავალში საქართველო აპირებს დამატებითი სამხედრო კონტინგენტის გაგზავნას ერაყში, კერძოდ, გაერო-ს ოფისის დასაცავად, სადაც, როგორც საგარეო უწყება აღნიშნავს, ის დარჩება მანამ, ვიდრე ამის საჭიროება იარსებებს.