ახალი ამბები

გაერომ საქართველოში დამკვირვებელთა მისიის მანდატი გააგრძელა

გაეროს პრეს-ცენტრის ინფორმაციით, გაეროს უშიშროების საბჭომ 28 იანვარს საქართველოში დამკვირვებელთა მისიის მანდატი 2005 წლის 31 ივლისამდე გააგრძელა.


უშიშროების საბჭოს ასევე მოუწოდებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვით აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებისაკენ.


გაეროს უშიშროების საბჭო ხაზს უსვამს აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრის მნიშვნელობას საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში.


უშიშროების საბჭო სინანულს გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ აფხაზურმა მხარემ უარი განაცხადა თბილისსა და სოხუმს შორის კომპეტენციების გამიჯვნის შესახებ დოკუმენტის განხილვაზე.


გაეროს უშიშროების საბჭო ასევე მოუწოდებს აფხაზურ მხარეს გააუმჯობესოს სამართალდამცავთა საქმიანობა, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის დაცვის კუთხით. 

Back to top button