
მთავრობა სასამართლო რეფორმის გეგმას ხელახლა განიხილავს
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ხელახლა განიხილოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირების შესახებ გასულ დეკემბერს წარდგენილი სადავო საკონსტიტუციო ცვილილებათა პროექტი.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტს რიგი საკონსტიტუციო ცვლილებები წარუდგინა განსახილველად, მათ შორის ცხრაწევრიანი საკონსტიტუციო სასამართლოს დაკომპლექტების წესის შეცვლის თაობაზე. ახალი ინიციატივა უფლებამოსილებას ანიჭებს პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრავე წევრი წარუდგინოს პარლამენტს დასამტკიცებლად. ინიციატივამ ოპოზიციური პარტიების შეშფოთება გამოიწვია იმის თაობაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის კონტროლის ქვეშ მოექცევა.
ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ ასევე გამოხატა შეშფოთება დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე.
“ვენეციის კომისია გარკვეულ შეშფოთებას გამოხატავს ამ ცვლილებების რამოდენიმე ასპექტზე. გუშინ საღამოს ჩვენ ძალიან კარგი ინფორმაცია მივიღეთ იუსტიციის სამინიტროდან. ბატონმა პაპუაშვილმა [იუსტიციის მინისტრი] მაცნობა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ხელახლა განიხილოს კანონპროექტი ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობით“, განაცხადა ვენეციის კომისიის მდივანმა ჯანი ბუკიკიომ 28 იანვარს თბილისში გამართულ ბრიფინგზე.