ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი დავოსში თურქეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

თურქული საინფორმაციო სააგენტო “ანატოლიას“ ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დავოსში 28 იანვარს თურქეთის პრემიერ-მინისტრთან რეჯეფ თაიპ ერდოგანთან მოლაპარაკებები გამართა. საქართველოს პრეზიდენტმა და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა.


პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, თურქეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა რეგიონში და თბილისს  მეტი თურქული ინვესტიციების მოზიდვა სურს საქართველოში.     

Back to top button