
ახალი ამბები
კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში იმყოფება
საქართველოს 26-30 იანვარს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი გეორგ იაკოვუსი.
დღეს იგი თავის ქართველ კოლეგას სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, სადაც განიხილეს საქართველო-კვიპროსის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები ეკონომიკის, კულტურისა და მეცნიერების სფეროებში, ასევე ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები.
სალომე ზურაბიშვილმა და გეორგ იაკოვუსმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.