
ამერიკელმა სენატორებმა სააკაშვილი და იუშჩენკო ნობელის პრემიაზე წარადგინეს
აშშ-ის სენატორებმა ჯონ მაკკეინმა და ჰილარი კლინტონმა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინეს, იუწყება სენატორ ჯონ მაკკეინის საინფორმაციო ცენტრი და ჰილარი ქლინტონის ვებ-გვერდი.
24 იანვარს ნორვეგიის ნობელის ინსტიტუტში გაგზავნილ წერილში ამერიკელი სენატორები დადებით შეფასებას აძლევენ ორი პრეზიდენტის ისტორიულ როლს, რომელიც მათ საქართველოსა და უკრაინაში თავისუფლებისათვის ბრძოლაში შეასრულეს.
“თავისუფლებისთვის მებრძოლთა ლიდერობისას, მათ [პრეზიდენტებმა] მოიპოვეს საყოველთაო მხარდაჭერა დემოკრატიის, პიროვნების თავისუფლებისა და სამოქალაქო უფლებების ღირებულებების დაცვის გამო”, ნათქვამია წერილში.
“პრეზიდენტ სააკაშვილისა და პრეზიდენტ იუშჩენკოს ნობელის პრემიით დაჯილდოებით, ჩვენ არა მარტო დავაფასებთ საქართველოსა და უკრაინაში გაწეულ მათ ისტორიულ ღვაწლს, არამედ წავახასილებთ სხვებს ეძიონ თავისუფლება იმ ქვეყნებში, სადაც იგი ჯერ კიდევ არ არსებობს“, აცხადებენ სენატორები.