ახალი ამბები

ზურაბიშვილი ტალვიტიეს შეხვდა

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა  სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ჰეიკი ტალვიტიე მიიღო, რომლის დროსაც საუბარი შეეხო კონფლიქტების დარეგულირებასა და ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებს, მათ შორის რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ეუთოს მონიტორინგი მისიის ჩანაცვლების საკითხს.


ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, რომლის საქართველოში ვიზიტიც 26-28 იანვარს გაგრძელდება, ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს გელა ბეჟუაშვილს, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს გოგა ხაინდრავას. დაგეგმილია ასევე შეხვედრები საქართველოს პარლამენტშიც. 

მსგავსი/Related

Back to top button