
ახალი ამბები
“Vitol Group”-ი ბათუმის ნავთობისა და გაზის ტერმინალით დაინტერესდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ კომპანია Vitol Group -ის დელეგაცია 25 იანვარს საქართველოში ჩამოვიდა. კომპანია ბათუმის ნავთობისა და გაზის ტერმინალის ინფრასტრუქტურის პრივატიზებითაა დაინტერესებული.
ერთიან პაკეტში პრივატიზებას ექვემდებარება ბათუმის პორტის რამდენიმე ნავმისადგომი, ნავთობტერმინალი, თხევადი გაზის ტერმინალი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.
კომპანია “Vitol Group”-ი სამოციან წლებში დაფუძნდა როტერდამში. კომპანიის სავაჭრო ბრუნვა ნავთობისა და ნახშირწყალბადების წარმოებაში 46.7 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ამჟამად კომპანია მსოფლიოს ექვს ტერმინალს ფლობს: არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ჩინეთში, არგენტინაში, ინდოეთსა და რუსეთში.