ახალი ამბები

სააკაშვილი ამკაცრებს პოზიციას აფხაზეთთან მიმართებაში

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აფხაზეთის თაობაზე სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობა გამორიცხა. მან აღნიშნა, რომ “აფხაზურმა მხარემ დატოვა მოლაპარაკებების მაგიდა“ და მიუთითა, რომ კონფლიქტის დროს აფხაზეთიდან ასიათასობით ეთნიკური ქართველი გამოაძევეს.


განცხადება მოულოდნელი იყო, რადგანაც მანამდე სააკაშვილის ადმინიტრაცია აქტიურად მუშაობდა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე და თვითგამოცხადებული აფხაზეთის ახალ ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდებდა.


დამკვირვებელთა თქმით, სააკაშვილის პოზიციის გამკაცრება შესაძლოა აფხაზეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის მიერ მოსკოვში გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია, რომელშიც ამ უკანასკნელმა გამორიცხა დევნილთა აფხაზეთში დაბრუნების შესაძლებლობა.     


ბაღაფშის ამ განცხადებას უკვე მოჰყვა სააკაშვილის პოლიტიკის მიმართ ეროვნული ძალებისა და დევნილთა მხრიდან კრიტიკა , რომელთაც მიაჩნიათ, რომ აფხაზეთის სამშვიდობო გეგმა – რომელიც ფედერალური ქართულ-აფხაზური სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებს – დამარცხებისთვისაა განწირული.

Back to top button