ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლო ქუთაისში გადავა

პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ინფორმაციით, უახლოეს  პერიოდში დედაქალაქში მდებარე საკონსტიტუციო სასამართლო ქალაქ ქუთაისში გადავა.


“ეს არის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც რეგიონების განვითარების მიზნით ქვეყნის დეცენტრალიზაციისაკენ არის მიმართული”, განაცხადა ზურაბ ჟვანიამ მთავრობის სხდომაზე 26 იანვარს. 


ცალკეული უწყებების რეგიონებში გადატანას “სახელმწიფო მმართველობის რეფორმების” კონცეფციის პროექტი ითვალისწინებს, რომლის პირველადი ვარიანტი 20 იანვარს მთავრობის სხდომამ მოიწონა.


პროექტში ასევე საუბარია ეროვნული მარეგულირებელი კომისიების რეგიონებში გადატანაზე. 

Back to top button