ახალი ამბები

სააკაშვილი სტრასბურგში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს სტრასბურგში გაემგზავრა, სადაც 26 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მოგვარების თაობაზე სიტყვით გამოვა. 


თავდაპირველად, იგეგმებოდა, რომ პრეზიდენტი ორივე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულების თაობაზე თბილისის წინადადებებს გაახმოვანებდა; თუმცა, ოფიციალური ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ძირითადად სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე ისაუბრებს.


“პრეზიდენტი ძირითადად სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს, თუმცა გარკვეულწილად აფხაზეთსაც შეეხება, რათა გამოხატოს თბილისის მზადყოფნა მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის [აფხაზურ მხარესთან]”, განუცხადა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გელა ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებს 25 იანვარს. 


 

Back to top button