ახალი ამბები

შსკ-ს სხდომა მძევლების გათავისუფლებით დასრულდა

ოსურმა მხარემ 24 იანვარს ცხინვალში შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომაზე მიღწეული შეთანხმების შედეგად გაათავისუფლა სოფელ ერედვის პოლიციის უფროსი ლადო ჩალაური, რომელიც 20 იანვარს გაიტაცეს.
 
სანაცვლოდ ქართველებმა გაათავისუფლეს, 22 იანვარს პროტესტის ნიშნად დაკავებული ოსი მოქალაქეები.
 
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გოგა ხაინდრავას თქმით, ქართული მხარე უარს აცხადებს 19 იანვარს სამართალდამცავების მიერ დაკავებული ოლეგ ფუხაევის გათავისუფლებაზე, რასაც ოსური მხარე მოითხოვდა. ფუხაევი გასული წლის თებერვალში ქართულ სოფელ თამარაშენში ორი ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
 
შსკ-ს სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ოლეგ ფუხაევი გადაყვანილი იქნება შერეული სამშვიდობო ძალების იზოლატორში და მისი საქმის გამოძიებაში ჩართული იქნება ქართული, რუსული და ოსური მხარეები.

Back to top button