ახალი ამბები

ქართველ პოლიციელს დღეს გაათავისუფლებენ

პარლამენტის წევრის, ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატის გურამ ვახტანგაშვილის ინფორმაციით, ცხინვალში შერეულ საკონტროლო კომისიის სხდომაზე ერედვის პოლიციის უფროსის ლადო ჩალაურის გათავისუფლების შესახებ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.
 
“ლადო ჩალაურის გათავისუფლების პარალელურად მოხდება იმ ოსი ეროვნების პირების განთავისუფლებაც, რომლებიც კონფლიქტის ზონაში  მცხოვრებმა ქართველებმა პროტესტის ნიშნად გაიტაცეს”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ გურამ ვახტანგაშვილმა.
 
ლადო ჩალაური 20 იანვარს გაიტაცეს, რასაც სანაცვლოდ 22 იანვარს ოსი ეროვნების 12 პირის გატაცება მოჰყვა, რომელთა შორის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგანგებო დავალებათა მინისტრის მოადგილე მახარ გასიევიც იყო. გასიევი ქართულმა მხარემ 22 იანვარს გაათავისუფლა.

Back to top button