
ახალი ამბები
ცხინვალში შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა დაიწყო
შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) საგანგებო სხდომა, ქართული, რუსული, სამხრეთ ოსური და ჩრდილოეთ ოსური მხარეების მონაწილეობით, 24 იანვარს ცხინვალში მუშაობას შეუდგა. სხდომაზე მხარეები კონფლიქტის ზონაში ბოლო დროს გახშირებული გატაცებების საკითხსა და ამით გამოწვეულ დაძაბულ ვითარებას განიხილავენ.
“ყველაფერი [მხარეებს შორის] თანამშრომლობის გზით მოგვარდება. ეს [მძევალთა აყვანის] ინციდენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საჭიროა სამართალდამცავებს შორის უფრო ახლო თანამშრომლობა დანაშაულის აღსაკვეთად. ჩვენ არ უნდა აგვერიოს დანაშაული პოლიტიკაში“, განუცხადა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავამ ჟურნალისტებს დღეს.