ახალი ამბები

კოკოითი მოსკოვში იმყოფება

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის სამუშაო ვიზიტი მოსკოვში კვირის ბოლომდე გაგრძელდება, იუწყება “რია ნოვოსტი“ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტის თავმჯდომარის ირინა გაგლოევას სიტყვებზე დაყრდნობით.
 
გაგლოევას ინფორმაციით, კოკოითი მოსკოვში “ორმხრივი თანამშრომლობისა”  და ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.
 
“[დე ფაქტო] პრეზიდენტი რესპუბლიკაში შექმნილი სიტუაციის გამო ვიზიტის შეწყვეტას არ აპირებს, რადგან ვითარება კონტროლს ექვემდებარება“, აცხადებს გაგლოევა.

Back to top button