
ახალი ამბები
ბაღაფში და ხაჯიმბა მოსკოვში კონსულტაციებს მართავენ
თვითგამოცხადებული აფხაზეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში და ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა 23 იანვარს მოსკოვში ჩავიდნენ.
სააგენტო “რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, სერგეი ბაღაფში და რაულ ხაჯიმბა რუსეთის დედაქალაქში გარკვეულ კონსულტაციებს გაივლიან, თუმცა კონკრეტულად უცნობია, თუ ვის შეხვდებიან ვიზიტის დროს.
ახლადარჩეული დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის ინაუგურაცია 12 თებერვალს არის დაგეგმილი, სადაც რუსეთის პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებსაც ელოდებიან.