ახალი ამბები

ცხინვალში შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა იგეგმება

ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა ქართული, რუსული, სამხრეთ ოსური და ჩრდილოეთ ოსური მხარეების მონაწილეობით 24 იანვარს ცხინვალში გაიმართება. სხდომაზე მხარეები კონფლიქტის ზონაში ბოლო დროს გახშირებული გატაცებების საკითხსა და ამით გამოწვეულ დაძაბულ ვითარებას განიხილავენ. 


“სამხრეთ ოსეთის მხარემ შესთავაზა შერეული საკონტროლო კომისიის სხვა წევრებს ცხინვალში შეიკრიბონ, რადგანაც სიტუაცია [სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ] რესპუბლიკაში კვლავ დაძაბული რჩება“, განუცხადა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ირინა გაგლოევამ საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის“ 23 იანვარს. 

Back to top button