ახალი ამბები

ოთხი თვის წინ გატაცებული ზაზა თორდია გაათავისუფლეს

გასული წლის სექტემბერში, დაუდგენელი პირების მიერ გატაცებული, “თბილავიამშენის“ გენერალური დირექტორის პანტიკო თორდიას ძმისშვილი ზაზა თორდია დღეს გაათავისუფლეს.
 
გავრცელებული ინფორმაციით, გამტაცებლებს ამ ხნის განმავლობაში ზაზა თორდია აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჰყავდათ.
 
ოფიციალური ინფორმაციით, გატაცებულის გათავისუფლების სანაცვლოდ გამოსასყიდი არ გადაუხდიათ.

Back to top button