ახალი ამბები

პანკისის ხეობაში შინაგან ჯარს საპატრულო პოლიცია ჩაანაცვლებს

პანკისის ხეობაში ვითარებას შინაგანი ჯარის ნაცვლად, საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გურამ დონაძემ აცნობა.
 
მოხსნილია ასევე პანკისის ხეობაში მიმავალ გზაზე არსებული შინაგანი ჯარის ბლოკსაგუშაგოები.
 
შინაგანი ჯარის ნაწილები პანკისის ხეობაში 2002 წელს შეიყვანეს იქ არსებული რთული კრიმინოგენული ვითარების გამო, რასაც ხეობაში ე.წ. ანტიკრიმინალური ოპერაცია მოჰყვა.

Back to top button