
ახალი ამბები
მთავრობა პრივატიზებიდან 250-300 მლნ დოლარს ელის
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია ქვეყანაში საპრივატიზაციო პროცესის მიმდინარეობით კმაყოფილია და აცხადებს, რომ 100-150 მლნ დოლარის ნაცვლად, როგორც ეს თავდაპირველად იყო დაგეგმილი, პრივატიზებიდან 2005 წელს შემოსავალი 250-300 მლნ დოლარს მიაღწევს.
პრემიერ-მინისტრი დამატებითი შემოსავლების სწორად განკარგვის მიზნით გეგმის შემუშავებისთვის თითოეულ სამინისტროს ორი კვირის ვადას აძლევს.
“უნდა შემუშავდეს გეგმა მოულოდნელი ფინანსური რესურსის სწორად გამოყენების მიზნით, ქვეყნის ეკონომიკის განსავითარებლად, ენერგოდეფიციტის აღმოსაფხვრელად, სოციალური პირობების, თავდაცვის სფეროს გასაუმჯობესებლად”, განაცხადა 20 იანვარს მთავრობის სხდომაზე ზურაბ ჟვანიამ.