
ახალი ამბები
მექსიკური კომპანია “ტელეკომის” პრივატიზებით დაინტერესდა
ეკონომიკური განვითარების მინისტრის ალექსი ალექსიშვილის ინფორმაციით, მექსიკური კომპანია “ტელსელი“, დაინტერესებულია “საქართველოს ტელეკომის“ პრივატიზებით. საკითხი 20 იანვარს მთავრობის სხდომაზე განიხილეს.
ეკონომიკური რეფორმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის კახა ბენდუქიძის განცხადებით, ქართულ მხარეს არ შეუძლია კომპანიის გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღოს. მისი თქმით, კონსულტაციები ტელეკომის სხვა მფლობელებთანაც უნდა გაიმართოს.
1994 წელს შექმნილი შპს “საქართველოს ტელეკომის“ 51%-ის მფლობელი სახელმწიფოა, 30%-ის – ამერიკული კომპანია “მეტრომედია“, 19%-ის –კვიპროსში დაფუძნებულ კომპანია “ბულკომი“.