
ახალი ამბები
ოსურმა მხარემ ქართველი პოლიციელი გაათავისუფლა
ოსურმა მხარემ 20 იანვარს საღამოს ერთი ქართველი პოლიციელი გოჩა გვიმრაძე გაათავისუფლა, რომელიც სოფელ ერგნეთიდან პოლიციის განყოფილების უფროსთან ლადო ჩალაურთან ერთად გაიტაცეს.
ტყვეობაში დარჩენილი მეორე პოლიციელის გათავისუფლების თაობაზე მოლაპარაკებები კვლავაც გრძელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ოსური მხარე ქართველი პოლიციელის გათავისუფლების სანაცვლოდ 19 იანვრას ქართველი სამართალდამცავების მიერ ცხინვალის მახლობლად დაკავებული ოსი პიროვნების ოლეგ ფუხაევის განთავისუფლებას მოითხოვს. იგი 2004 წლის თებერვალში ორი ქართველის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.