ახალი ამბები

მთავრობამ სახელმწიფო მმართველობის რეფორმის კონცეფცია განიხილა

დღეს მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო მინისტრმა ეკონომიკური რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძემ “სახელმწიფო მმართველობის რეფორმირების კონცეფციის” პროექტი წარადგინა, რომლის მომზადებაც მას პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ცოტა ხნის წინ დაავალა.


კონცეფციის წინასწარი ვარიანტი არსებული მმართველობითი სტრუქტურების თანამედროვე სტრანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას და სამინისტროების შიგნით უფლებამოსილებების გამიჯვნას ითვალისწინებს.


კახა ბენდუქიძე მომხრეა თბილისში თავმოყრილმა სამთავრობო სტრუქტურებმა რეგიონებში გადაინაცვლოს.


“ჩვენ გვინდა განვავითაროთ არა მარტო თბილისი, არამედ რეგიონებიც”, იზიარებს ბერდუქიძის პოზიციას პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია.


პრემიერ-მინისტრი გამოდის ინიციატივით ეროვნული ბანკისა და მარეგულირებელი კომისიების ქუთაისში გადატანასთან დაკავშირებით. 


კონცეფციის საბოლოო ვარიანტს მთავრობა თებერვლის ბოლოს მას შემდეგ დაამტკიცებს, რაც თითოეული სამინისტრო თავის წინადადებებს წარმოადგენს რეფორმის მისეულ ხედვასთან დაკავშირებით.

Back to top button