
ახალი ამბები
ქართველი და რუსი მესაზღვრეები სამუშაო შეხვედრას მართავენ
დღეს იწყება ორდღიანი სამუშაო შეხვედრა საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩრდილოეთ მონაკვეთზე, რეგიონულ სასაზღვრო სამმართველო “ყაზბეგში”, რომელშიც საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა და რუსეთის ჩრდილოკავკასიის რეგიონული სასაზღვრო სამმართველოს ხელმძღვანელი პირები მიიღებენ მონაწილეობას. განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.
ეს რუსი და ქართველი მესაზღვრეების პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც ეუთოს მონიტორინგის მისია რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის მონაკვეთებზე გასული წლის 31 დეკემბერს შეწყდა.