
ახალი ამბები
სერგეი ბაღაფში ინაუგურაციისთვის ემზადება
თვითგამოცხადებული აფხაზეთის ახლადარჩეული დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის ინაუგურაცია 12 თებერვალს გაიმართება, იუწყება 19 იანვარს სააგენტო “აფსნიპრესი”.
სერგეი ბაღაფშის ინფორმაციით, რომელმაც 12 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმათა 91%-ზე მეტი დააგროვა, ინაუგურაციის ცერემონიაზე ბევრ სტუმარს ელოდებიან. “გვინდა, რომ ინაუგურაციამ მოკრძალებულად, თუმცა საზეიმო განწყობით ჩაიაროს”, განაცხადა ბაღაფშმა.
მისი თქმით, უკვე დაწყებულია მუშაობა თვითგამოცხადებული აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე, რომელიც “რევოლუციური” არ იქნება, “თუმცა განხორციელდება სერიოზული საკადრო ცვლილებები”, დასძენს ახლადარჩეული დე ფაქტო პრეზიდენტი.