
ახალი ამბები
ცხინვალის რეგიონში ორი ქართველი პოლიციელი გაიტაცეს
ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, სოფელ ერგნეთში დაუდგენელი პირები 20 იანვარს გამთენიისას თავს დაესხნენ პოლიციის განყოფილებას და პოლიციის ორი თანამშრომელი გაიტაცეს.
კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული ქართული სამშვიდობო ბატალიონის მეთაურის კობა ლაჭყებიანის განცხადებით, ჯერ-ჯერობით დაუდგენელია ქართველი პოლიციელების ადგილსამყოფელი.
“მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს”, განაცხადა დღეს ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში კობა ლაჭყებიანმა.