
“ვნეშტორგბანკმა“ “გაერთიანებული ქართული ბანკის“ აქციები შეიძინა
თბილისში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილესი ბანკის “ვნეშტორგბანკის“ გამგეობის თავმჯდომარეს ანდრეი კოსტინსა და “გაერთიანებული ქართული ბანკის“ ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკების შედეგად დღეს მხარეები “გაერთიანებული ქართული ბანკის“ აქციათა საკონტროლო პაკეტის შესყიდვაზე შეთანხმდნენ.
“ჩვენ ვეცდებით, რომ ბანკი იყოს ლიდერი და მაღალრეიტინგული საბანკო სისტემაში,“ განაცხადა ანდრეი კოსტინმა.
“ვნეშტორგბანკსა“ და “გაერთიანებული ქართული ბანკის“ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 2004 წლის მაისში დაიწყო, როდესაც თბილისში ბანკის პრეზიდენტის პირველი მოადგილე ვადიმ ლევინი იყო ჩამოსული.
18 იანვარს ანდრეი კოსტინი საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს შეხვდა, სადაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და საფინანსო სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.