
ახალი ამბები
ელექტროგადამცემ ხაზზე დივერსიული აქტი მოხდა
პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ აღფოთება გამოთქვა კოდორის ხეობაში დღეს დილით 500 კვტ-იან გადამცემ ხაზზე “კავკასიონზე“ მომხდარი დივერსიული აქტის გამო. ხაზის დაცხრილვის შედეგად შეწყდა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი.
ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, ხაზის დაზიანების გამო ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება თბილისს, რეგიონებში კი გაცილებით რთული ვითარებაა შექმნილი.