ახალი ამბები

სააკაშვილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სამშვიდობო გეგმებს პირველად ევროპის საბჭოში გააჟღერებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას 25 იანვარს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების დარეგულირების სამშვიდობო გეგმებს გააცნობს.


“ბევრს ვფიქრობდით, თუ სად შეიძლებოდა ჩვენი წინადადებების [კონფლიქტის გადაწყვეტის შესახებ] გაჟღერება, რამოდენიმე ვარიანტი იხილებოდა… მაგრამ არჩევანი ევროპის საბჭოზე შევაჩერეთ, რომელიც ამისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილი იქნება”, განუცხადა 17 იანვარს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.


გასული წლის დეკემბერში პრეზიდენტმა მთავრობას საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სამშვიდობო გეგმების მომზადება დაავალა. ბოლო დროს რამოდენიმე ექსპერტმა და საზოგადოებრივმა ჯგუფმა უკვე გააცნო საზოგადოებას მათ მიერ მომზადებული წინადადებები.


სააკაშვილს ჯერ არ გაუხმაურებია დეტალები კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების შესახებ, რომლის პრეზენტაციასაც სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გეგმავს.

Back to top button