ახალი ამბები

ბაღაფში გამარჯვებულად ოფიციალურად გამოცხადდა

თვითგამოცხადებული აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბატალ ტაბაღუამ 12 იანვარს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად სერგეი ბაღაფში ოფიციალურად გამოაცხადა.


ოფიციალური მონაცემების მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობა 129 ათასიდან 75 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო. აქედან 69 ათასზე მეტმა ბაღაფშს დაუჭირა მხარი, ხოლო მისმა ოპონენტმა სახალხო პარტიის ლიდერმა იაკუბ ლაკობამ 3 ათასზე მეტი ხმა მიიღო.


“ამდენად, შემიძლია ოფიციალურად განვაცხადო, რომ აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნები შედგა და გამარჯვება სერგეი ბაღაფშმა მოიპოვა”, განუცხადა “ინტერფაქსს” 14 იანვარს ბატალ ტაბაღუამ.

Back to top button