
ახალი ამბები
რუსეთი თბილისსა და სოხუმს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 13 იანვარს იმედი გამოთქვა, რომ ქართული და აფხაზური მხარეები კონფლიქტის მოგვარების თაობაზე სამშვიდობო მოლაპარაკებებს განაახლებენ, მას შემდეგ, რაც თვითგამოცხადებულ რეგიონში საარჩევნო კრიზისი მოგვარდა.
“იმედი გვაქვს, რომ მაშინ, როცა არჩევნებთან დაკავშირებული სიტუაცია დასასრულს უახლოვდება, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების თაობაზე მოლაპარაკებების განახლება შესაძლებელი გახდება. რუსეთი [გაეროს გენერალური მდივნის] მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წევრია და ყველანაირად შეუწყობს ხელს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას“, აცხადებს “ინტეფრაქსი“ და “რია ნოვოსტი“ სერგეი ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით.