ახალი ამბები

სააკაშვილი ბაღაფშისთვის ე.წ. არჩევნებში გამარჯვების მილოცვას არ აპირებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვითგამოცხადებულ აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებს და აცხადებს, რომ “აფხაზეთში არჩევნები სამართლიანად ჩაითვლება მაშინ, როცა მასში მონაწილეობის მიღებას შეძლებს როგორც ეროვნებით აფხაზი, ისე ქართველი”.

სააკაშვილი არ აპირებს არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცოს სერგეი ბაღაფშს.

“ჩვენ მიულოცავთ საკუთარ თავს გამარჯვებას, როცა საქართველო მთლიანი იქნება“, განუცხადა დღეს ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა.

Back to top button