ახალი ამბები

ალასანია: აფხაზეთის არჩევნები არალეგიტიმურია

აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ დღეს ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ თვითგამოცხადებულ აფხაზეთში  12 იანვარს გამართული განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები “ყოველგვარ სამართლებრივ ნორმებს მოკლებულია, რადგან მოსახლეობის 2/3-ს [დევნილებს] მასში მონაწილეობა არ მიუღიათ”.

ალასანიას თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის დიალოგი აწარმოოს აფხაზურ მხარესთან.

აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ უარყოფითად შეაფასა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დსთ-ს სამშვიდობო ძალების ქმედება. “ხშირ შემთხვევაში რუსი სამშვიდობოები აფხაზ კრმინალურ დაჯგუფებებს გარკვეულ დახმარებას უწევენ, რაც დაუშვებელია“, დასძინა ალასანიამ.

მსგავსი/Related

Back to top button